ფშავი - საქართველოს ულამაზესი კუთხე

მე-5 კლასის მოსწავლეები სწავლობენ საქართველოს კუთხეებს.
წარმოგიდგენთ ფშავის ბუნებრივ მრავალფეროვნებას, ღირშესანიშნაობებს...

პროექტის გეგმა



1. პროექტის სახელწოდება: ნორჩი ოლიმპიელები „

2. პროექტის მთავარი იდეა:  

მსჯელობა ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისათვის; აღწერს თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ გარემოს; აღწერს იმას,თუ რა სახის ქმედებები და წვლილი შეაქვთ გარემოს დაცვაში.თანამშრომლობს თანატოლებთან მათი საჭიროებების,ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით.
3. პროექტის აქტუალობა: 
 წალენჯიხის N 5 საჯარო სკოლაში სწავლობს დაახლოებით 106 მოსწავლე.სამწუხაროდ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოუწესრიგებელია.სპორტული ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს,არც სტადიონი და არც სპორტული დარბაზი.აქედან გამომდინარე მოსწავლეებში დაბალია ცხოვრების ჯანსაღი წესით დაინტერესება და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა.სკოლას დიდი სურვილი აქვს ითანამსრომლოს სხვადასხვა სტრუქტურებთან და შეძლებისდაგვარად მოაგვაროს ეს პრობლემა.მოაწყოს სპორტული მოედანი,რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობების კომპლექსურ სწავლებას.
4. პროექტის მიზნები:
 პროექტის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მისი მნიშვნელობის გააზრება,მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მშობლების,პედაგოგების,მოსწავლეებისა და თემის წარმომადგენლების ჩართვა,ასევე სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის წარმართვა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
5. მონაწილეთა ასაკი:   მე-9 და  მე- 10 კლასის მოსწავლეები ( საბაზო და საშუალო საფეხური)
6. ვადები/ხანგრძლივობა:     3თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს მინი მოედანი.კეთილმოწყობილი მოედნის არსებობა სკოლაში ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართვას სპორტულ აქტივობებში,რაც გაზრდის სკოლაში სპორტის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.პროექტით სარგებელს მიიღებს სკოლა,მოსწავლეები,მასწავლებლები,მშობლები,თემის წარმომადგენლები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
დაგვჭირდა სამშენებლო მასალები.
პრინტერი,ფერადი ფურცლები,თაბახის ფურცლები,ლეპტოპი,მარკერები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტის განსახორციელებლად  დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები:
1.პროექტის განხორციელების გეგმის 
პრეზენტაცია
2.სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე პროექტის მეთოდოლოგიის შემუშავება.
3.თემში საინფორმაციო კამპანიის გამართვა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
4.საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება
5. ბუკლეტების გავრცელება თემში
6.საუბრები ბიოლოგიის პედაგოგთან ჯანსაღი ცხოვრების წესზე
7.ტრენინგი სოფლის ექიმთან
8.კედლის გაზეთის დამზადება
9.ელექტრონული ბლოგის ,პორტფოლიოს დამზადება სახელწოდებით „ნორჩი ოლიმპიელები“
10.fecebok-ზე ინფორმაციის განთავსება
11.მუშა ჯგუფის ჩამოყალიბება და პარალელურად სამუშაოების განხორციელება მოედნის მოსაწყობად.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
მიმართულება : მდგრადი განვითარება
მოქ.X.5.  მოსწავლეს შეუძლია  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტა. 
მოქ. X 8. მოსწავლეს შეუძლია  საქართველოს  მდგრადი განვითარების შესაძლებლობების კვლევა.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):   მაია ყალიჩავა
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiayalichava80@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: maiayalichava.blogspot.com

აქ პროექტის ბმულია : პროექტის გეგმა

ადამიანის უფლებები და მოვალეობები

 საპრეზენტაციო მასალა


გაკვეთილის შეფასების რუბრიკები

გაკვეთილის პრეზენტაცია

პრეზენტაციაზე გამოყენებული ვიდეო მასალა ატვირთულია  ვებ გვერდიდან https://www.civiceducation.ge -"სამოქალაქო განათლება ყველასათვის ".ეს გვერდი შექმნილია სპეციალურად სამოქალაქო განათლებლის პედაგოგებისთვის.

 (© GDI - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
შექმნილია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით)

ჩემი კოლეგების ბლოგები

თამარ ხარიტონაშვილი იზას ბლოგი ელისოს ბლოგი მაყვალას ბლოგი ალბინას ბლოგი ელზავეტას ბლოგი მანანას ბლოგი ნათიას ბლოგი აგრაფინას ბლოგი...